ორკესტრირებული შეტევა პატიმარ პრეზიდენტზე - "ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი პოსტები ჯერ დადეს და შემდეგ წაშალეს

01.02.23 19:19
ორკესტრირებული შეტევა პატიმარ პრეზიდენტზე - "ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი პოსტები ჯერ დადეს და შემდეგ წაშალეს

მას შემდეგ, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის კადრი გავრცელდა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები, მესამე პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ პოსტებს ავრცელებენ. განსაკუთრებული ცინიზმით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან. პირველი ასეთი დეპუტატი, რომელიმაც მსგავსი შნაარსის პოსტი გამოაქვეყნა,  ქეთი ხომერიკი იყო.

ხომერიკი ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. მას არც "ქართული ოცნების" ფრქციის თავმჯდომარე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარი ჩხიკვიშვილი ჩამორჩა.

მოგვიანრბით ორივე მათგანმა პოსტები წაშალეს.

"პირველების"  კითხვაზე, პოსტი თავად წაშალა თუ წააშლევინეს, მარი ჩხიკვიშვილმა გვიპასუხა ,რომ რას "დადებს კედელზე მისი საქმეა", ხომერიკმა კი ზარებს არ უპასუხა.

"პირველები" ასევე დაინტერესდა, ვინ იყო ფოტოს პირველწყარო და მიიღეს თუ არა ამის გავრცელების დავალება "ოცნების" ჩატში, რაზეც ჩხიკვიშვილმა იუარა. 

მსგავსი სიახლეები