"კოლექტიური მორალური კახექსია" - ნიკა გვარამია საზოგადოებას
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებას კოლექტიური მორალური კახექსია სჭირს.
გვარამაის განმარტებით, მესამე პრეზიდენტის დაუძლურებასთან დაკავშირებით საზოგადოება პასუხს არა ივანიშვილს, არამედ თავად სააკაშვილს სთხოვს.
ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით.
სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება.
ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია, - წერს გვარამია