"საქართველოს მთავრობა სააკაშვილს კლავს" - მსოფლიომ განგაშის სიგნალი ჩართო
საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მოკვლა უნდა - ვოლოდიმერ ზელენსკი სკანდალური განცხადებას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" ცეცხლი კიევიდან გაუხსნა, როცა ის ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენციას ატარებდა.
ირკვევა, რომ მედიასთან შეხვედრამდე სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო ზელენსკის დავით არახამიამ გადასცა, პრეზიდენტმა კი ის მედიის წარმომადგენლებს უჩვენა.
" საქართველოს მთავრობამ სააკაშვილი მოწამლა და ახლა ნელ-ნელა კლავენ-" აცხადებს ომში მყოფი ქვეყნის მეთაური.
სააკაშვილის ნახვის შემდეგ განგაშის სიგნალი ჩართო ევროპარლამენტმაც. მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომაზე გამოჩენიდან რამდენიმე საათში ევროდეპუტატებმა სააკაშვილის საკითხზე საგანგებო დებატების ჩატარებას მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაზე საკითხი ევროპის "სახალხო პარტიის" მიმართვის საფუძველზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დააყენა. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტის უმძიმეს მდგომარეობაზე ანა ფოტიგამ ისაუბრა. სააკაშვილის შესახებ დებატები ევროპარლამენტში ხვალ გაიმართება.
უფრო ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.