გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - ექსპერტების უმძიმესი ჩვენებები სააკაშვილის პროცესზე
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - ქვეყნის მესამე პრეზიდენტის წონა კრიტიკულ ნიშნულზეა და ეს მისმა დღევანდელმა კადრებმაც ცხადყო. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს "ვივა-მედის" პალატიდან ონლაინ ჩაერთო და ადეკვატური მკურნალობა ითხოვა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მოწამლულია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. სააკაშვილმა წამოდგომაც სცადა, რა დროსაც კლინიკასთან კავშირი გაწყდა.
"პრეზიდენტს დადასტურებული აქვს კახექსიის მეოთხე დონე. თუ წონაში კლება გაგრძელდა, ის მოკვდება," -სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი მედიკოსი დღეს სასამართლოს უხსნიდა, რომ დრო, ფაქტობრივად, აღარ რჩება. მისი თქმით, სააკაშილის სათანადო მკურნალობას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იქნება.
ექთანი კი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან თითქმის 24 საათიან რეჟიმში იმყოფება,სასამართლოს უმძიმეს დეტალებს უყვებოდა. მან პირველმა ნახა პალატაში დავარდნილი სააკაშვილი, როცა იმან გონება დაკარგა. პრეზიდენტი დამოუკიდებლად საპირფარეშომდეც კი ვეღარ გადაადგილდება.
რა ჩვენებები მისცეს დღეს მედიკოსებმა სასამართლოს და რა უთხრა საზოგადიოებას თავად პატიმარმა პრეზიდენტმა ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.