ენმ-ში მმართველობის გადაბარების პროცესი ჩიხშია - რას ამბობენ მხარეები

01.02.23 20:35
ენმ-ში მმართველობის გადაბარების პროცესი ჩიხშია - რას ამბობენ მხარეები

"ნაციონალურ მოძრაობაში" მმართველობის გადაბარების პროცესი ჩიხში შევიდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში ახლა  მხოლოდ ლევან  ხაბეიშვილის ფლანგია გამაგრებული, რომელიც მელიას მხარდამჭერებთან თანამშრომლობას ელოდება, მაგრამ  პარტიის ოფისში არავინ მიდის.  

დამარცხებულები ამბობენ, რომ გამარჯვებულებს ასპარეზი ბოლომდე დაუთმეს.  პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეპრესიები კეზერაშვილის ცოლის დაწყებულია. 

"რის სანაცვლოდ დათმობს ნაციონალური მოძრაობა მანდატებს?" ეს  მეორე დღეა პარტიაში აქტიური განხილვის თემაა. ახალი თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა შეთავაზებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება პარტიაში. ხაბეიშვილი მზად არის დათმოს პარლამენტის და საკრებულოების მანდატები  სააკაშვილის გადაყვანის სანაცვლოდ, თუმცა მის ინიციატივას ბევრი არ იზიარებს.

პარტიასთან შეუთანხმებელი განცხადების გამო დღეს ის კრიტიკის ობიექტი თავად თანაპარტიელების მხრიდან გახდა. "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  საკითხი აქვს გადასწაყვეტი - ვინ ჩაიბარებს საპარლამენტო ფრაქციას.

რა ხდება ენმ-ში უფრო ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები