რატომ მექცევით როგორც კეთროვანს? - ამირან გამყრელიძის მწვავე წერილი ჯანდაცვის უწყებას

01.02.23 20:56
რატომ მექცევით როგორც კეთროვანს? - ამირან გამყრელიძის მწვავე წერილი ჯანდაცვის უწყებას

ამირან გამყრელიძის დისკრედიტაციის მცდელობა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი  ჯანდაცვის მინისტრს და მის მოადგილეს უმწვავეს წერილს უგზავნის. "რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე, რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“, - ეკითხება მათ გამყრელიძე. 

გამყრელიძემ წერილის გაგზავნა მას  შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ იმ სამსახურის თანამშრომლებს, სადაც მან უამრავი წელი გაატარა, მისი სახელის ხსენებაც კი ეკრძალებათ.

თანამდებობის დატოვების შემდეგ ქვეყნის ნომერ პირველი ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ რეპრესიები აამოქმედეს.  გამოცდილი და  პროფესიონალი ექიმი ჩახსნეს ყველა პროექტიდან და  აკრძალეს მისი მიწვევა  სხვადასხვა ღონისძიებებზე.  

ამირან გამყრელიძე პირველებს უდასტურებს, რომ წერილები მინისტრს და  მინისტრის მოადგილეს ნამდვილად გაუგზავნა, რითაც მაღალჩინოსნებს, ფაქტორბივად,  უთხრა რომ მის წინააღმდეგ   კამპანიას  სათავეში სწორედ ისინი უდგანან.  

თამარ გაბუნია,   რომელიც   წინამორბედის უმწვავესი  წერილის ერთ ერთი ადრესატია, დღეს "პირველების" კამერას დაემალა.

უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები