სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს - რატი ბრეგაძე

01.02.23 20:10
სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად თვიდაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამ გზით სააკაშვილის სასჯელისგან თავის ადღწევას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. 

ამასთან, იუსტიციის მინისტრი მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელებს პოლიტიკურად ანგაჟირებულებს უწოდებს, ხოლო პატიმარი პრეზიდენტი ადვოკატებს ბრალს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს. 

ზემოთ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშნ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალბის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული. კლინიკა „ვივა-მედის“ დიერქტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც სკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზებ პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და საზოგადოებისთვსი არის კატეგორიულად მიუღებელი,  - განაცხადა ბრეგაძემ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები