დაგეგმილი სპექტაკლია, რომ მწამებლებად გამოგვიყვანონ - ზარქუა EPP-ში ჩანიშნულ დებატებზე

02.02.23 11:34
დაგეგმილი სპექტაკლია, რომ მწამებლებად გამოგვიყვანონ - ზარქუა EPP-ში ჩანიშნულ დებატებზე

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტში სააკაშვილის შესახებ ჩანიშნულ დებატებს დაგეგმილ სპექტაკლს უწოდებს. "ქართულიუ ოცნების" წევრის მტკიცებით, ევროპის "სახალხო პარტია" ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას ბრალი მიხეილ სააკაშვილის წამებაში დასდოს. 

ჩემი აზრით, ეს არის, კიდევ ერთხელ დაგეგმილი სპექტაკლი და გეტყვით რატომაც. ე.ი. გუშინ პატიმარმა სააკაშვილმა გამოაჩინა, ის აიწია და დღეს ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში, ეს არის „სახალხო პარტია“, რომლის წევრებიც არიან „ნაციონალური მოძარობა“ და მაშნვე დღეს ჩაინიშნა დებატები. ახლა ვინმეს თუ ჰგონია, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათშ ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა, არა ბატონებო, ეს არის ჩვეულებრივად დაგეგმილი თავიდან ბოლომდე, რომ საქართველო გამოაჩინონ და ხელისუფლება თითქოს ჩვენ პატიმრის უფლებებს ვარღვევთ, ადამიანს ვაწამებთ, - თქვა ზარქუამ. 

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში გუშინ დადგა. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინდელ სესიაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და საკიტხი დებატებს საჭიროებს. 

მსგავსი სიახლეები