ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდება
,,ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმდჯომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდება.
ლევან ხაბეიშვილსა და პაველ ჰერჩინსკის შორის საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხსა და პარტიის გეგმებზე შეეხება. შეხვედრა დახრულ კარს მიღმა გაიმართება.
ეს იქნება ,,ნაცმოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარისა და ევროკავშირის ელჩის პირველი ოფიციალური შეხვედრა.
პაველ ჰერჩინსკის ენმ-ს ოფისში 1 საათში ელოდებიან.
ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ მის გეგმებში ბრიუსელსა და ევროპის სხვა ქალაქებში პარტიის მუდმივმოქმედი შტაბის გახსნაც შედის.