ასე ხდება, როდესაც ჩვენს ზურგს უკან არაფორმალური ოლიგარქი რუსულ პოლიტიკას ატარებს - ხოშტარია კარასინი-აბაშიძის ჩანაწერზე
ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინიის სკანდლაური სატელეფონო საუბარს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება.
ხოშტარიას თქმით, ასე ხდება, როდესაც ჩვენს ზურგს უკან არაფორმალური ოლიგარქი რუსულ პოლიტიკას ატარებს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზეა, ვეგუებით ამ მოცემულობას, თუ ვიბრძოლებთ დასავლური ღირებულებებისთვის.
აქ საუბარია არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზ, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე და ბოროტებაზე, რასაც რუსეთი ჩადის, არამედ რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე, რაღაც კონკრეტული ინტერესების შესახებ. ასე ხდება, როდესაც ჩვენს ზურგს უკან არაფორმალური ოლიგარქი ატარებს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ კარასინის რეაქციაც ვნახეთ და სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული "ოცნების" მხრიდან. მთავარი კითხვა ისაა, ჩვენ რას ვშვრებით, ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატსა და მიტაცებას და, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში პასუხი არის -არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი ევროპული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროსი არის ის დღე, როდესაც ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ვუთხრათ არა რუსეთს, უკრაინასა და მთელ მსოფლიოს, - ელენე ხოშტარია.
გადაეცი მოკითხვა უფროსს. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინიის სკანდლაური სატელეფონო საუბარი ქვეყანაში პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა. თავად აბაშიძე კი აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებამ უკიდურესაად დააბნია.
სკანდალურ აუდიო ფაილში საუბარია როგორ უნდა გაიჭრას გზა საქართველოში რუსეთიდან. ეს კი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს.