დანაშაულის მამტკიცებელია - ვაშაძე კარასინი-აბაშიძის სკანდალურ ჩანაწერზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძს თქმით, კარასინი-ვაშაძის ფარული ჩანაწერი დანაშაულის მამტკიცებელია.
ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა ელენე ხოშტარიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერტად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
ვაშაძე ეჭვობს, რომ ეს ფარული საუბრები, დიდი ალბათობით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ ჩვენს ზურგს უკან არსებობს თურმე ფორმატები, რომელი ფორმატებითაც, რუსეთის ფედრაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს „ქართული ოცნება“. თურმე არსებობს ფორმატი და ჩვენ არ ვიცით ამ ფორმატის შესახებ, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საქართველოდან ელაპარაკებიან ოფიციალური წარმომადგენლები. რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთოა გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან "ქართული ოცნება" დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როცა ამ ყველაფერს ზურგს უკან აკეთებ, ეს დანაშაულის მამტკიცებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს სატრანსპორტო ხაზები, კომუნიკაციები, ფარული საუბრები დიდი ალბათობით გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხებისა და მექანიზმების გახსნისათვის. რაც ყველზე ცუდია, ხელისუფლებას შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ ამიტომ, ქართვეწლ ხალხს მოგვმართავს სრულიად დასავლეთი, მათ განასხვავეს ქართული ოცნება და ქართველი ხალხი. ყველა ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ 24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ რაც ხდება ქართველი ხალხის ნება არ არის, რაც ხდება დანაშაულია და ამ ყველაფერს არ შევეგუებით. ასე რომ, 24 თებერვალს უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, ჩვენი გმირების მხარდაჭეროსთვსი გელოდებით 7 საათზე რუსთაველზე, - გიორგი ვაშაძე.
გადაეცი მოკითხვა უფროსს - ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინიის სკანდლაური სატელეფონო საუბარი ქვეყანაში პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა. თავად აბაშიძე კი აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებამ უკიდურესაად დააბნია.
სკანდალურ აუდიო ფაილში საუბარია როგორ უნდა გაიჭრას გზა საქართველოში რუსეთიდან. ეს კი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს.