EPP-ში დებატებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება, სააკაშვილის წამება არ შეგრჩებათ - ვაშაძე "ოცნებას"

02.02.23 11:41
EPP-ში დებატებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება, სააკაშვილის წამება არ შეგრჩებათ - ვაშაძე "ოცნებას"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებს სანქციებიც მოჰყვება. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მესამე პრეზიდენტის წამება არ შერჩებათ. 

პირველი, რომ ნამდვილად იშვიათი პრეცედენტია ასეთი გადაუდებელი დებატების ჩანიშვნის. მეორე მნიშვნელოვანი საკიტხი, რაც მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ დებატები არ იქნება, ამ დებატებს მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე, როგორც მე ვიცი, აშშ-ს მხრიდანაც. ამიტომ დაველოდოთ, წინასწარ ნამდვილად არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ დებატები არ იქნება მხოლოდ დებატები. ნუ გგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამება და მისი ამ არაადამიანურ მდგომარეობაში ყოფნა ვინმეს შეგრჩებათ, მათ შორის, იმ მოსამართლეებსაც პირდაპირ ვეუბნები, რომლებიც ღიად და პირდაპირ პოლიტიკურ დავალებას ასრულებენ, - თქვა ვაშაძემ. 

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში გუშინ დადგა. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინდელ სესიაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და საკითხი დებატებს საჭიროებს 

მსგავსი სიახლეები