ხელისუფლებაზე წნეხი აუცილებელია - ხოშტარია EPP-ში ჩანიშნულ დებატებზე

02.02.23 11:48
ხელისუფლებაზე წნეხი აუცილებელია - ხოშტარია EPP-ში ჩანიშნულ დებატებზე

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმეზე ევროპარლამენტის მხრიდან წნეხი მნიშვნელოვანია. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებას" სტრატეგიული პარტნიორების აზრი ნაკლებად აინტერესებს, თუმცა ხელისუფლებაზე ყველა მხრიდან წნეხი შედეგს მაინც გამოიღებს.  

ყველანაირი წნეხი, ძალიან მაღალი დონის წნეხი გარედან, რა თქმა უნდა, გვაახლოებს ამ შესაძლებლობასთან. ევროპარლამენტარების აზრი, რომ პირდაპირ რომ გითხრათ, საინტერესოა „ქართული ოცნებისთვის“ - არა, იმიტომ, რომ მათ ღიად გააკეთეს არჩევანი და მათ თავს ესხმიან, მაგრამ ყველა მხრიდან წნეხი არის ახლა მნიშვნელოვანი, - თქვა ხოშტარიამ. 

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში გუშინ დადგა. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინდელ სესიაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და საკითხი დებატებს საჭიროებს. 

მსგავსი სიახლეები