ფრთხილად იყვნენ, კანონზე ფეხი არ დაუცდეთ - გიორგი ამილახვარი ,,ნაციონალურ მოძრაობას"
"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ამილახვარის, პროგნოზით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მხოლოდ ცხრა წლიანი რეჟიმის აჩრდილები დარჩებიან.
გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ,, ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბუნებრივი ადგილსამყოფელი კარვებსა და ქუჩებშია.
რა თქმა უნდა, რღვევა გრძელდება და ეს პროცესი გარდაუვალია, საბოლოოდ, ალბათ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩება ცხრა წლიანი რეჟიმის აჩრდილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და აგერ უკვე ახლად გამოჩეკილი მასხარა - ხაბეიშვილი.
თუ უნდათ შემოვიდნენ, ან გავიდნენ, ან სად არიან, რომ გადიან, ან რომ შემოდიან, რას აკეთებენ, მათი ბუნებრივი ადგილსაამყოფელი ქუჩებსა და კარვებშია, იქაც ფრთხილად იყვნენ, კანონზე ფეხი არ დაუცდეთ და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოვიდინენ, - ამბობს გიორგი ამილახვარი.