ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინელებს გადასცემენ ევროკავშირის მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს. მისი თქმით, ევროკავშირი იდგება უკრაინის გვერდით მისი გამარჯვებისა და აღდგენისთვის.
„კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.