ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს - NDI
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ავრცელებს.
"ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ
წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე
ასაკობრივ ჯგუფში მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს" - ნათქვამია კვლევაში.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.