ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია.
ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია.
ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.
უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებითსოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს", - წერია კვლევაში.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.