მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 %-ით გაიზარდა - NDI-ს ახალი კვლევა
,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოყვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 %-ით გაიზარდა.
მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის მუშაობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
კარგად - 51%
ცუდად -39%
არ ვიცი - 8%
უარი პასუხზე -2%
პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10 პროცენტით შემცირდა. კითხვაზე - როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, პასუხები ასე გადანაწილდა:
პრეზიდენტი
კარგად - 14%
საშუალოდ - 45%
ცუდად - 32%
არ ვიცი - 8%
პრემიერმინისტრი:
კარგად - 31%
საშუალოდ - 36%
ცუდად - 27%
არ ვიცი - 5%
პარლამენტი
კარგად - 12%
საშუალოდ - 50%
ცუდად - 31%
არ ვიცი - 6%
კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერ მოსახლეობაში.
ასევე, პარლამენტის საქმიანობას ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.
NDI-მ საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).