საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს - NDI

02.02.23 12:35
საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის ფული არ აქვს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. 

ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა", - წერია კვლევაში.

კითხვაზე, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას: 

18% ამბობს, რომ - ფული არ ჰყოფნით საკვებზე, 35% ამბობს, რომ ფული ჰყოფნით მხოლოდ საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნით ტანსაცმელზე. 

ასევე კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

მსგავსი სიახლეები