მოსახლეობის უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემებს ვერ მოაგვარებს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძელებს.
დოკუემნტის თანახმად გამოკითხულთა 51 %-მა თქვა, რომ ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემებს ვერ მოაგვარებს, 37%-მა დადებითი პროგონოზი გააკეთა, ხოლო 12%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.