რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს - NDI-ს კვლევა

02.02.23 12:46
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს - NDI-ს კვლევა

,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, მოსახლეობის 38%-ს მიაჩნია, რომ არასაკმარისს აკეთებს, ხოლო 18% პასუხობს, რომ არაფერს აკეთებს.

საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

ყველაფერს აკეთებს - 30%

საკმარისს არ აკეთებს - 38%

არაფერს აკეთებს  - 18%

არ ვიცი - 13%

უარი პასუხზე - 1%

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. 

მსგავსი სიახლეები