"ოცნების" ამნისტიის კანონპროექტი პრობლემურია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

05.05.21 15:29
"ოცნების" ამნისტიის კანონპროექტი პრობლემურია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ( ყოფილი EMC) მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გარკვეული ნაწილი პრობლემურია. 

სამართლებრივი თვალსაზრისით, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქცია არის ზედმეტად ზოგადი და ფართო. განსაკუთრებით პრობლემურია კანონპროექტის ჩანაწერი, რომლითაც ამნისტირებული იქნება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ისეთი დანაშაულებიც, რომელზეც მომავალში დაიწყება გამოძიება. შესაბამისად, პარლამენტი ამნისტიას აცხადებს ჯერ კიდევ უცნობ, გამოუკვლეველ ქმედებებზე, მათ შორის შესაძლო სამოხელეო დანაშაულებზე, მტკიცებულებების განადგურებასა თუ ფალსიფიკაციაზე, აგრეთვე ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებზე. ეს მიდგომა სამართლებრივი განსაზღვრულობის ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს, რაც სამრთლებრივი და  დემოკრატიული წესრიგის საფუძველია, " - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ კანონპროექტი  მინიმალურადაც არ ითვალისწინებს 20 ივნისის  მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს. 

შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტი   მინიმალურადაც არ ითვალისწინებს ამ მოვლენების დროს დაზარალებულთა ინტერესებს და მთლიანად გამორიცხავს მათი თანხმობის საჭიროებას ამნისტიის პროცესიდან", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

 

მსგავსი სიახლეები