საქართველოში რუსების მიგრაციას უარყოფითი შედეგი აქვს - NDI-ს კვლევა

02.02.23 12:57
საქართველოში რუსების მიგრაციას უარყოფითი შედეგი აქვს - NDI-ს კვლევა

საქართველოში რუსების მიგრაციას უარყოფითი შედეგი აქვს - ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია საუბარი.

კითხვაზე - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქე შემოვიდა. თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან საქართველოზე?

პასუხები ასე გადანაწილდა: 

დადებითი გავლენა  - 17%

უარყოფითი გავლენა  - 69%

არანაირი გავლენა  - 6%

არ ვიცი 8%

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

 

მსგავსი სიახლეები