მოსახლეობის 39 პროცენტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა - NDI
მოსახლეობის 39 პროცენტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ენდობა - NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
არც ერთი - 39%
ქართული ოცნება - 25%
უარი პასუხზე - 10%
არ ვიცი - 7%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6
სხვა პარტიები - 13%
კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.