,,ქართული ოცნება" მოდევნო ოპოზიციურ პარტიას უსწრებს ოთხჯერ - ბექა დავითულიანი NDI-ს კვლევაზე

02.02.23 13:21
,,ქართული ოცნება" მოდევნო ოპოზიციურ პარტიას უსწრებს ოთხჯერ - ბექა დავითულიანი NDI-ს კვლევაზე

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა დავითულიანი, საგანგაშოს ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ ,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში" მოსახლეობა პოლიტიკური პროცესების მიმართ გულგრილობას გამოხატავს.

მმართველი პარტიის დეპუტატი კმაყოფილებას გამოხატავს, რომ NDI-ს კვლევაში ,,ოცნება" სხვა პარტიებს ოთხჯერ უსწრებს.

დედამიწის ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს დემოკრატიულში, პოლიტიკური პროცესისადმი დამოკიდებულება საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან გულგრილია.

თქვენ რომ ჩახვიდეთ ახლა და ამერიკაში გააკეთოთ გამოკითხვა, დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ნიჰილისტური განწყობაა პოლიტიკური პროცესისადმი.

,,ქართული ოცნება" მოდევნო ოპოზიციურ პარტიას უსწრებს ოთხჯერ - აცხადებს ბექა დავითულიანი.

NDI-ს კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.  

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები