ეკონომიკური პრობლემები არის, მაგრამ ,,ოცნებას" უფრო მაღალი რეიტინგი აქვს - ვოლსკი NDI-ს კვლევებზე

02.02.23 13:15
ეკონომიკური პრობლემები არის, მაგრამ ,,ოცნებას" უფრო მაღალი რეიტინგი აქვს - ვოლსკი NDI-ს კვლევებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, NDI-ს კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ სახელსიუფლებო პარტიას უფრო ნმაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ეს კვლევებში ,,ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" დააფიქსირა.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ვოლსკი აღიარებს, რომ ბევრი პრობლემაა სოციალურ-ეკონომიკურ და დასაქმების სფეროში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ,,ქართულ ოცნებას" უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას. ცნობილი ისიც, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე დასქმების სფეროში, მაგრამ ტენდენციები გაცილებით უკეთესია.  

არ მახსოვს შეფასება წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც NDI-მ მიახლოებით მაინც გამოიცნო არჩევნების შედეგები.- აცხადებს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები