"ყველას მოეკითხება" - გიული ალასანია

02.02.23 13:15
"ყველას მოეკითხება" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევრპოპარლამენტში ჩანიშნული დებატების შემდეგ გიული ალასანია ამბობს, რომ მოეკითხება ყველას, ვინც მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ პროცესებში მიიღო მონაწილეობა. 

ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე და ზელენსკი, რომელიც დღეს არის მსოფლიო ლიდერი, მიმართა მთელ მსოფლიოს, რომ გადაურჩინონ მისი მოქალაქე. არ ვიცი, რა ილუზიები აქვთ და რისი იმედი აქვთ, სათითაოდ მიჰყვებიან ყველას, ვინც აი, ამ პროცესებშია ჩართული. ეს არის ადამიანი, რომელზეც უკვე რამდენიმე გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია. იუსტიციის მნისტრი რომ აკეთებს განცახდებებს და აანონსებს სიკვდილს, არა, სააკაშვილის... მე ვფიქრობ, რომ მოეკითხება ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ამ კვებას, არაერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ კლინიკას არ აქვს ამის გამოცდილება და ეგ არის ძალიან სახიფათო საქმე, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები