ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება - კელი დეგნანი

02.02.23 13:30
ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის ელჩი იუთუბ არხ "კიბერ კმარაზე" გუშინ გავრცელებულ სკანდალურ მასალას აფასებს, რომელიც აბაშიძე-კარასინის სატელეფონო ჩანაწერს ასახავს.

კელი დეგმნანს მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის  რუსეთთან დაახლოება მიუღებელია.

ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ  მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ,  როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ასე რომ ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. - ამბობს კელი დეგნანი.

 იუთუბ არხ "კიბერ კმარაზე" გუშინ რუსეთში საქართველოს წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარია რუსეთისთვის საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალების მშენებლობაზე.

მსგავსი სიახლეები