"ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს" - ზურაბ ჩხაიძე "ემპათიას" უპირისპირდება
'ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ცენტრ "ემპათიას" ბრალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაში სდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, პაციენტი პრეზიდენტი საკვებს იმ კალორაჟით ღებულობს, რომელსაც მას "ემპათიის" ექიმები ურჩევენ, რათა წონაში კლება დაფიქსირდეს. მისივე თქმით, ჯიშკარინაი ამას მიზანმიმართილად აკეთებს, რითაც კლინიკის დისკრედიტაცია სურს.
ჩვენ ყოველთვის, დრევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართოთ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ კოლეგიალობის პრინციპს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ამიტომ იძლებული ვარ მე მთელი ქვეყნის გასაგონად, რომ ვტქვა ახლა ის, რასაც ვიტყვი, რაც აქამდე არ გვითქვამს.
რაც სეეხება კვების რაციონს, ეს ყოველთვის რჩება პრობლემად პაცინეტის შემოსვლიდან, თუმცა საწყის ეტაპზე პაციენტი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მაგრამ შემდეგშ უკვე მოხდა ამ კალორაჟის შემცირება. მე მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი უპირველესი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს.
ჩვენ პაცინეტს არასდროს დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. ვამბობ ღია ტექსტით, კალორაჟი ყველაფერი ეს შერჩეულია, კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას. ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად და არა გასაუმჯობესებლად თუ არა გასაუარესებლად. ამიტომაც წინა გამოსვლებში ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოსძახონ. გარდა ამისა, ეს ეხება კვებასაც, ეს ეხება მედიკამენტების შერჩევითობასაც. მზიანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე აი, ამ მდგომარეობაში და შემდეგ დასმულიყო კითხვა, აი, რა გააკეთეთ თქვენ ამ 8 თუ 9 თის განმავლობაშ,. ჩვენ ვიცავდით კოლედიალობას. ქალბატონი ჯიშკარიანი უკვე ყველა ზღვარს გადასცილდა, უკვე უვიცებად მოიხსენიებს კლინიკის ექიმებს. არ არის, ქალბატონი ჯიშკარინაი პრაქტიკოსი ექიმი.
ეს არის დისკრედიტაცია მთელი კლინიკის, - განაცხადა ჩხაიძემ.