"სკანდალურს ვერაფერს ვხედავ" - დავითულიანი კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერზე
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ აბაშიძის კარასინთან კომუნნიკაციაში სკანდალურს ვერაფერს ხედავს.
კარასინი-აბაშიძის ფორმატში და ფორმატს მიღმა ტელეფონით მათ კონტაქტში რამე სკანდალურს ვერ ვხედავ, სკანდალს იმაში, რომ კარასინი- აბაშიძის ფორმატში ორი მთავარი მონაწილე თავად კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებიან, მე ამაში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ, - თქვა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელევიზიების ელექტრონულ მისამართებზე ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის სკანდალური აუდიოჩანაწერი გაიგზავნა. სკანდლაურ აუდიოფაილში საუბარია როგორ უნდა გაიჭრას გზა საქართველში რუსეთიდან.