სააკაშვილი კვდება, მისი ციხეში ყოფნით ქულებს ვერ დაიწერთ - გრეგორევა საქართველოს ხელისუფლებას
ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართულ დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტში ტარდება თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე პოლიტიზებულია საქმე და სააკაშვილი ციხეში კვდება.
ფოტიგა ასევე პიორდაპირ ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის ციხეში ყოდნით ქულებს ვერ დაიწერენ.
მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად დიდია, რომ თვალს ვერ ვაშორებთ. ის წარმოადგენს ყველაფერს, რაზეც ვსაუბრობთ, პრობლემებსა და რეფორმებზე, სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე, პოლარიზაციაზე, დეზინფორმაციაზე. არ არსებობს ისეთი დიდი შეთქმულება, როგორიც არის, რომ ფულს გვიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ან გვაიძულებს სააკაშვილი. დიახ, მე ეს გამიგია. ეს სისულელეა. ჩვენ ვზრუნავთ, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რადგან არის ძალიან პოლიტიზებული საქმე და ადამიანი ციხეში კვდება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ქულები, რომლებიც შეგიძლიათ, მოიპოვოთ მისი ციხეში ყოფნით, არამედ ის ქულებიც, რომლებსაც კარგავთ. დღეს ჩვენ უნდა გვქონდეს დებატები პოლიტპატიმარზე და არა, მაგალითად, კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ", - ამბობს გრეგორევა.
ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. ფოტიგას წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.