"ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია" - სარჯველაძე კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერზე
კარასინი-აბაშიძის სატელეფონო აუდიოცანაწერს გარშემო ატეხილ სკანდალს "ქართული ცონების" წევრი მიხეილ სარჯველაზე ხელოვნურად შექმნილს უწოდებს. მისი თქმით, საზოგადოებას საფრთხეებზე საუბრის საფუძველი არ აქვს.
აჟიოტაჟი შექმნილია ხელოვნურად, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ საქართველოს აქვს მტკიცე პოზიცია, რომელსაც მუდმივად ამბობს, აფიქსირებს და შესაბამისად, ამ კუთხით არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს საფრთხეებზე საუბრის საფუძველი ამ სატელეფონო საუბრიდან ან განცხადებიდან გამომდინარე, აქამდე რაც გაკეთებულა, რუსული მხარის მხრიდან, - სარჯველაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელევიზიების ელექტრონულ მისამართებზე ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის სკანდალური აუდიოჩანაწერი გაიგზავნა. სკანდლაურ აუდიოფაილში საუბარია როგორ უნდა გაიჭრას გზა საქართველში რუსეთიდან.