საქართველოს მთავრობა არ დგამს სათანადო ნაბიჯებს, რათა სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს - ლექსმანი
ევროპარლამენტარის მირიამ ლექსმანის თქმით, ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
"სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ. საქართველოს მთავრობის ქმედება ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოთქმულ ფასეულობებს და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ისინი არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს. მე კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავრობას, მოიმოქმედონ ყველაფერი, რათა გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადადების გარეშე. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს მთავრობა იქნება პასუხისმგებელი, იმ შემთხვევაში თუ მას რამე დაემართება ციხეში",- თქვა ლექსმანმა.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს.