ლავროვი "ოცნებას" აქებს: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას ეროვნული ინტერესებით პასუხობს
კრემლი "ქართული ოცნების" ნაბიჯებით კმაყოფილია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეაქო.
ლავროვი ამბობს, რომ "დასავლეთის ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველო ეროვნული ინტერესებით პასუხობს"
საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, რომელსაც მადლობა ღმერთს, რომ არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს, (უფრო ცერემონიალური ფუნქციები აქვს) არსებობს ხელისუფლება, არავინ მინდა იფიქროს, რომ მე ახლა ამ ხელისუფლების კომპრომეტირება მინდა, პოზიტიური სიტყვებით მისი შეფასებისთვის, რასაც ის აკეთებს, მაგრამ მე უბრალოდ ვციტირებ პრემიერის და მისი მინსტრებისას, რომელებიც უპრეცედენტო ზეწოლის პირობებში, სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის საკითხებში , იქ უკვე ასეთი ტერმინოლოგიაც კი ისმის - "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს, და ვხელმძღვანელობთ იმ ინტერესით, რაც სასარგებლოა ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის". მათ (დასავლეთს) სურთ, საქართველო გადააქციონ მორიგ გამაღიზიანებლად, დაუბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში, ამაში ეჭვი არ მეპარება. იმისავის რომ ამ რეგიონში კონსტრუქციული განვითარების პირობები შექვმნათ, ჩვენ მხარს უჭერთ 3+3-ის ფორმატით ურთიერთობას"- აცხადებს ლავროვი.