"სიცრუე და პასუხისმგებლობისგან გაქცევა" - ჯიშკარიანი ჩხაიძის ბრალდებებს პასუხობს

02.02.23 15:18
"სიცრუე და პასუხისმგებლობისგან გაქცევა" - ჯიშკარიანი ჩხაიძის ბრალდებებს პასუხობს

სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებით გაოგნებულია. ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი "ვივა-მედის" კლინიკურ დირექტორს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელს და პასუხიმგებლობისგან გაქცევაში ადანაშაულებს. 

ეგღა მაკლია პრიმიტივი ზურაბ ჩხაიძის ბრალდებები უარვყო. ეს არის სიცრუე, ტყუილი! ეს გახლავთ აბსურდული განცხადება. ახლა პასუხისმგებლობისგან თავის აცილების მცდელობა, სიყალბე, რა თქმა უნდა, ტყუილი. ცენტრი „ემპათია“ 4 იანვრის მერე არ ყოფილა და საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი თვალით არ უნახავს და არცერთ მათ სამედიცინო დოკუემნტაციაში მსგავსი ჩანაწერიც არ მოიკითხება, რომ ცენტრ „ემპათიის“ რომელიმე ექიმმა რაიმე კონსულტაცია გაწია ამ მიმართულებით. შესაბამისად, ახლა უნდა ხელის გამოშვერა, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა. ცენტრ „ემპათიას“ არცერთი ექიმი ექსპერტი მსგავს კომუნიკაციაში მიხეილ სააკაშილთან არ შესულა. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება არაადამიანური მოპყრობის და არაადეკვატური მკურნალობის ქვეშ ამჟამად კლინიკა „ვივა-მედში“, - თქვა ჯიშკარიანმა. 

შეგხასენებთ, რომ ზურაბ ჩხაიძეს მარიამ ჯიშკარიანს ბრალი მიხეილ სააკასვლის ჯანმრთელობის მიზანმიმართულ დამძმებაში დასდო.

 

მსგავსი სიახლეები