უხამსი პოსტები სააკაშვილის მისამართით - "ოცნების" დეპუტატები "პირველებს" დაემალნენ

02.02.23 15:33
უხამსი პოსტები სააკაშვილის მისამართით - "ოცნების" დეპუტატები "პირველებს" დაემალნენ

ბილწსიტყვაობა და უხამსი წერილები მიხეილ სააშვილის მისამართით - გურული ქალი დეპუტატები დიდ სკანდალში ევხვევიან. საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები და სკოლის პედაგოგებიც კი გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ მესამე პრეზიდენტზე დამაცირებელი და უხამსი შინაარსის პოსტებს ერთი მეორის მიყოლებით აზიარებდნენ. მას შემდეგ კი, რაც ამბავი გასკდა და "პირველების" რეპორტიორმა კითხვების დასმა დაიწყო, სოციალურ ქსელში პოსტები წაიშალა, საჯარო მოხელეები კი გაუჩინარდნენ.

"პირველებმა" დღეს რამდენიმე მათგანს მიაგნო და ჰკითხა, ვის დავალებას ასრულებდნენ,რ ოდესაც მსგავსი შინაარსის პოსტებს ავქყნებდნენ. ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე და პედაგოგი მარი ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რა პოსტებს დადებს, ეს მხოლოდ მისი უფლებაა. ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ნინო მშვიდობაძე კი დღეს ამტკიცებდა, რომ პოსტი სწორედ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდიდან აიღო. 

ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატების ამორალურობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. 

ის, რაც ოზურგეთის საკრებულოს ქალმა წევრებმა იკადრეს, ყოველგვარ ზღვარს სცდება და მორალური ფსკერი გახვრიტეს და კიდევ იმის ქვევით არიან. სამწუხაროდ, ეს ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერები და გარკვეულწილად პოლიტიკას განსაზღვრავენ, არიან კომისიის ხელმძღვანელები და რაც ყველაზე სამწუხარო და საგანგაშო ფაქტია, ეს ადამიანები პარალელურად არიან მასწავლებლები და ყოველდღიურად მოსწავლეებთან, ადამიანებთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალია, შეხება აქვთ, - ამბობს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე დავით მჟავანაძე

 

მსგავსი სიახლეები