უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადმოგვეცით ის

02.02.23 15:14
უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადმოგვეცით ის

"საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს  NKVD-ს მეთოდებით უსწორდება"- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას პატიმრის დაუყოვნებლივ გადაცემისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური კიევი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლია: 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

სსრკ-ს NKVD-ის ყველაზე უარესი ტრადიციებით, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, უარყოფს რომ მას სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს.

უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. არ ეთამაშოს ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო." ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები