სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით - კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მისი მკურანლობის პროცესს ყურადღებით დაკვირდება. დიპლომატი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სწორედ "ქართული ოცნებაა" .
ვითარება სერიოზულია როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა მთავრობა ყურადღებით აკვირდება და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო დამედიცინო მომსახურებით იღებს. ვფიქრობ, ეს არის, რაზეც ყველანი ფოკუსირებულები ვართ, პირველ რიგში, გავიგოთ რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზურნველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ, - განაცხადა დეგნანმა.