EPP-ში დებატები წინასწარ დაგეგმილი იყო... რა გგონიათ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ჩანიშნეს? - ზარქუა

02.02.23 15:34
EPP-ში დებატები წინასწარ დაგეგმილი იყო... რა გგონიათ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ჩანიშნეს? -  ზარქუა

"ოცნების" წევრის ირაკლი ზარქუას თქმით, ევროპარლამენტში დებატები წინასწარ იყო დაგეგმილი და ეს მიხეილ სააკაშვილის მაისურის აწევას და მისი ფიზიკური მდგომარეობის გამოჩენას არ მოჰყოლია. 

ზარქუა აცხადებს, რომ ენმ-ს ლიდერები EPP-ს წევრები არიან და სწორედ მათ უნდათ, რომ საქართველო და ხელისუფლება პატიმრის უფლებადამრღვევად გამოაჩინონ.

გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაისური აიწია და EPP-ში, რომლის წევრებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეგრევე ჩაინიშნა დებატები. ახლა თქვენ ვინმეს თუ გგონიათ, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ საათში და ერთ დღეში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა, არა ბატონებო. ეს არის ჩვეულებრიად დაგეგმილი თავიდანვე, რომ საქართველო და ხელისუფლება გამოაჩინონ, თითქოს ჩვენს პატიმრის უფლებებს ვარღვევთ“, - ამბობს ზარქუა. 

9 დეპუტატმა ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის რთულ ჯანმრთელობის მდგომაროებასა და პატიმრის დარღვეულ უფლებებზე ილაპარაკა.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვუტოს თამაში, ხრიკები და ტყუილები - ასეთიააა ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია.

 

მსგავსი სიახლეები