ყველა აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება - ლევან ხაბეიშვილი EU-ს ელჩს შეხვდა
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ენმ-ს თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ პარტიის ცენტრალური ოფისი უკომენტაროდ დატოვა.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ევროკაშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია. გარდა ამისა, პარტიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკიმ დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვა, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი დროულად არ გადაწყდება, შესაძლოა, ამან ასახვა ქვეყნის ევრპულ მომავალზეც ჰპოვოს და საქართველოს დასავლური პერსპექტივა შთანთქოს.
ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მისი სიცოცხლის გადარჩენაზე, იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პირდაპირ მიბმულია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
ყველა აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება. ევროპული პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ფატალურად დასრულდება.
ცხადია, ასევე ნიკა გვარამიას საკითხსაც შევეხეთ, რადგან ეს უპრეცედენტო განაჩენია. - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა.