კრემლი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარების კურსს არ განსაზღვრავს
კრემლი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს აქებს, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით უკმაყოფილოა.
მადლობა ღმერთს, საქართველოს პრეზიდენტი არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების კურსს, უფრო ცერემონიალური ფუნქციები აქვს"- თქვა სერგეი ლავროვმა პროპაგანდისტული მედიის ეთერში.
რუსმა დიპლომატი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კარგად იცნობს. მან 2004-2005 წლები გაიხსენა, როცა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
ლავროვის თქმით, მაშინ მხარეები საქართველოში დარჩენილი ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხზე თანხმდებოდნენ.
რუსუ დიპლომატის მტკიცებით, დეკლარაცია ორიდან ერთ-ერთ ბაზაზე ქართულ-რუსული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას მოიხავდა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთმა ბაზები გაიყვანა, მიხეილ სააკაშვილი ცენტრის შექმნას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.
"ჩვენ მოგვატყუეს, მათ შორის სააკაშვილმაც"- თქვა მან.