ევროპარლამენტარებს საქართველოს მძევლად აყვანა სურთ - ვოლსკი

02.02.23 16:00
ევროპარლამენტარებს საქართველოს მძევლად აყვანა სურთ - ვოლსკი

"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილს ეხმაურება. 

ვოლსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტს უნდა რომ საქართველო მძევლად გამოიყვანოს და ჩვენს ქვეყანას მაშინ გაათავისუფლებენ ამ მძევლობიდა, როდესაც სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. 

განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ, ეს იმას მიუთითებს, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფმა და სამწუხაროდ უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მცდელობა არ დააკლეს იმისათვის, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად. პრაქტიკულად, ფიგურალურად, საქართველო უნდათ მძევლად გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ განთავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული“, - ამბობს ვოლსკი. 

9 დეპუტატმა ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის რთულ ჯანმრთელობის მდგომაროებასა და პატიმრის დარღვეულ უფლებებზე ილაპარაკა.

საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვუტოს თამაში, ხრიკები და ტყუილები - ასეთიააა ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია.

მსგავსი სიახლეები