მოსახლეობის 39% არც ერთ პარტიას არ ენდობა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას

02.02.23 16:12
მოსახლეობის 39% არც ერთ პარტიას არ ენდობა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას

როგორ მივედით რეალობამდე, როცა მოსახლეობის 39% არც ერთ პარტიას არ ენდობა?  -ეს არის კითხვა, რომელიც NDI -ს კვლევის გასაჯაროვების შემდეგ ყველა პოლიტიკურ აქტორთან გაჩნდა.

ოპოზიცია პრობლემას საკუთარ აქტიურობასა და ხალხთან მუშაობაში ხედავს. თუმცა პარტიებში ამბობენ, რომ არასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის აქტივობის დაბალი მაჩვენებლები ბუნებრივი მოცემულობაა. ის რომ ქვეყანაში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი იზრდება, პარტიებს უტოვებს განცდას, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.

გახარიას გუნდი აცხადებს, რომ კვლევებით ,,ოცნებისა" და ,,ნაცმოძრაობის" რეიტინგია მოკლებული.

მთავრობისა და პარტიების ნდობა ფასდება არჩევნებზე. უნდა გვახსოვდეს კარგად, რომ მთავრობისა და ,,ენმ-ს რეიტინგი ფაქტობრივად მინიმუმზეა. 

აბსოლუტურად კანონზომიერია, რა შეფასებებიც მივიღეთ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ენმ-ს ლიდერის, ხატია დეკანოიძის, განმარტებით, NDI-ს კვლევებით თბილისში ოპოზიციური ელექტორატის სიმრავლე დადსტურდა, ამიტომაც აუცილებელია, რეგიონებზე ეფექტური მუშაობა.

თბილისში სერიოზული ოპოზიციური განწყობებია. ყველგან უნდა ისმოდეს მათი ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობიდან დაწყებული პარლამენტით დამთავრებული. ამიტომაც ვარ წინააღმდეგი, წარმომადგენლობითი ორგანოები დავტოვოთ, რადგან ულტრარადიკალური განცხადებები მოსახლეობისთვის პოლიტიკური კრიზისის შემქმნელი არ არის. 

ბიზინა ივანიშვილი კოალიციურად უნდა დავამარცხოთ და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარა პარტიების გაძიერება. არა ხელოვნური ერთობები - ამბობს ხატია დეკანოიძე.

 რაც შეეხება ,,ევროპულ საქართველოს" პოზიციას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის, თქმით, ოპოზიციის არათანმიმდევრული ქმედებების გამო ის პარტიებიც დაზარალდნენ, რომლებიც ბოლო დროინდელ პროცესებში ჩართული არ იყვნენ. საბოლოო ჯამში კი ამან ყველაფერმა NDI-ს კვლევებში ჰპოვა ასახვა.

საზოგადოების იმედგაცრუება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი საყრდენია. სამწუხაროდ, ოპოზიციური სპექტრის ნაწილის უპასუხისმგებლობამ, არათანმიმდევრულმა ქმედებებმა ეს იმედგაცრუება გააღრმავა. 

ვინც არ ვიყავით ჩართული ამ პროცესში, ამ გზებისა და არასწორი ნაბიჯების მომხრეები, ისინიც დავზარალდით - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები