ტერიტორიას კარგავს, ადამიანები ეღუპება და ამ დროს იცლის, სააკაშვილის სურათებით იაროს - ზარქუა ზელენსკიზე
უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტს.
საუბარია, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენციაზე სადაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკიმ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ფოტოებიც წარადგინა.
(ზელენსკი) ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის, საერთო მტერია და უტევს და ამ დროს, ის იცლის, რომ რაღაც სურათებით იაროს პატიმარ სააკაშვილის. რომელსაც, სხვათა შორის, მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა ის, სადაც ახლა ზის. ეს ჩემთვის გაუგებარია. მე უკრაინელ ხალხს გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ"- თქვა ზარქუამ.