ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

02.02.23 17:16
ევროკავშირი უკრაინაში ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს

24 თებერვლისთვის მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს - ამის შესახებ დღეს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შემოგთავაზებთ რუსეთის ნავთობპროდუქტების ფასის დამატებით ზღვარს G7-ის პარტნიორებთან ერთად, 24 თებერვლისთვის, შემოჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოვამზადებთ სანქციების მე-10 პაკეტს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

მსგავსი სიახლეები