კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე: „მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!“

02.02.23 17:22
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე: „მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!“

პარტიის ,,პროგრესი და თავისუფლება" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევებს ეხმაურება და ამბობს, რომ კვლევებმა დაამტკიცა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი უმშევარია. 

ისევ ეკონომიკაზე: NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად. 
ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!

პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება! " - ამბობს ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები