სააკაშილის ადვოკატები პროცესზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვას ითხოვენ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლოზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვას ითხოვენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, როგორ ჩანს, რატი ბრეგაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, რომელიც სასამართლოს უნდა მაოხსენოს.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ შესაბამის შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს.
გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი" ამბობს ხაჭაპურიძე, რომელმაც "ვივა მედის" კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა და შესაბამისი იურიდიული კონსულტაციები ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტთანაც გაიარა, - თქვა ხაჭაპურიძემ.