პირდაპირი ფრენების გახსნა აძლიერებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან - გიორგი გახარია
რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარა Twitter-ზე წერს.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი აღნიშნავს, რომ "პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან".
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე"- წერს პარტია საქართველოსთვის ლიდერი Twitter-ზე.
"საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრეს - ფახარიას გუნდი მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.