მომეცით საშუალება პირადად შევხვდე სააკაშვილს! - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ომბუდსმენთან

02.02.23 19:22
მომეცით საშუალება პირადად შევხვდე სააკაშვილს! - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ომბუდსმენთან

დიანა ტრაპაიძის "დღის ამბების" ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინის ომბუდსმენთან -  დმიტრო ლუბინეცი საქართველოს ხელისუფლებას "ტვ პირველის" ეთერით კიდევ ერთხელ მიმართავს, მიეცეს  უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა. 

მომეცით საშუალება პირადად შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, ვნახო რა მდგომარეობაშია უკრაინის მოქალაქე, კადრებს რასაც ვუყურებთ განგაშის სიგნალია..."- თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.  

უკრაინის ომბუდსმენი იხსენებს, რომ საქართველოს ციხეთა სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების თხოვნით, რატი ბრეგაძეს მინიმუმ ორჯერ მიმართა, ასევე ჰქონდა საუბარი საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან.

მე არამხოლოდ სოციალური ქსელის, არამედ, საჯარო განცხადებითაც მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს. (რატი ბრეგაძეს) ნოტა გავუგზავნე საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით, ვთხოვე უკრაინის მოქალაქესთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მიმიღია ოფიციალური პასუხი.

მქონდა კომუნიკაცია საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან, ძალიან მინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემი ხმა გაიგონ, როდესაც ვხედავთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ან მორალურად, ჩვენ არ შეგვიძლია განზე დგომა, ერთადერთი რა თხოვნაც  მქონდა,როგორც უკრაინის ომბუდსმენს, რომელიც არის პასუხისმგებელი უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მათ შორის საზღვრებს გარეთ, მომცენ საშუალება,  ფიზიკურად ჩამოვიდე და გავესაუბრო მიხეილ სააკაშვილს, როგორც გითხარით, ჩემს ოფიციალურ მიმართვაზე არანაირი ოფიციალური პასუხი არ მიმიღია, ეს ძალიან ცუდია მათ შეეძლოთ მინიმუმ პასუხი გაეცათ და ეთქვათ რომ არა. სწორედ თქვენი მედიის მეშვეობით მივმართავ კიდევ ერთხელ იუსტიციის მინისტრს, მომეცით საშუალება შევხვდე მიხეილ სააკაშვილს"- თქვა მან. 

დმიტრო ლუბინეცი ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სამართლებრივ საქმეში, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "კადრებით, რომელსაც სასამართლო პროცესების ტრანსლირებისას ხედავენ, მიხეილ სააკაშვილის სიციცხლე რისკის ქვეშაა". 

უკრაინის ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა რუსეთთან ერთად, რომელიც მას ქვეყანაში არ უშვებს. 

 დმიტრო ლუბინეცი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ნებართვის შემთხვევაში 15 წუთში გადმოფრინდება საქართველოში და მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს. 

 

მსგავსი სიახლეები