მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს - კარლ ჰარცელი

05.05.21 16:48
მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს - კარლ ჰარცელი

მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის დაგეგმილ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი შეხვედრის მიზანი დღეს.

როგორც ვიცი, ამჟამად ორი კანონპროექტია შეტანილი პარლამენტში, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობდეს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება, მალე წავიდეს წინ, ვნახავთ, როგორ გავივლით შეთანხმების იმპლემენტაციის პირველ ეტაპს წარმატებით", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

პარლამენტში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას. შორის შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდა.